Debian საქართველო - სარგებლობის პირობები

ფორუმის გამოყენების პირობები
ფორუმზე „Debian საქართველო“ (შემდგომში — „ჩვენ“, „ჩვენი“, „Debian საქართველო“, „https://forum.debian.ge“ ან „ფორუმი“) შესვლითა და მისი გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პირობებს და იღებთ ვალდებულებას, დაიცვათ ისინი. თუ რომელიმე პირობას არ ეთანხმებით, გთხოვთ, არ შეხვიდეთ ფორუმზე და არ ისარგებლოთ მისი მომსახურებით.

რეგისტრაციამდე გთხოვთ, ასევე გაეცნოთ ფორუმის წესებს — ისინი განსაზღვრავს, როგორ დავსვათ კითხვა, რა არის ფორუმზე აკრძალული და როგორ მუშაობს მოდერაცია.

წინამდებარე პირობები შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს. ჩვენ ვეცდებით, მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ მომხმარებლებს დროულად ვაცნობოთ. მიუხედავად ამისა, პირობების პერიოდულად გადახედვა თავად მომხმარებლის პასუხისმგებლობაა. ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ ფორუმით სარგებლობის გაგრძელება ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით განახლებულ პირობებს.

მომხმარებლის პასუხისმგებლობა
თქვენ იღებთ ვალდებულებას, ფორუმზე არ გამოაქვეყნოთ, არ გაავრცელოთ და არ განათავსოთ ისეთი მასალა, რომელიც:
• არის შეურაცხმყოფელი, უხამსი ან უწმაწური;
• შეიცავს ცილისწამებას;
• შეიცავს სიძულვილის ენას ან მუქარას;
• შეიცავს სექსუალური ხასიათის მასალას;
• არღვევს სხვა პირების უფლებებს;
• ან სხვაგვარად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ფორუმის ჰოსტინგის ქვეყნის კანონმდებლობას ან მოქმედ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს.

ამ წესების დარღვევის შემთხვევაში ფორუმის ადმინისტრაციას უფლება აქვს, მომხმარებლის ანგარიში დროებით ან სამუდამოდ დაბლოკოს და წაშალოს შესაბამისი მასალა. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს შესაბამის სამართალდამცავ ან სხვა უფლებამოსილ ორგანოებს.

ფორუმის უსაფრთხოებისა და წესების დაცვის მიზნით, გამოქვეყნებულ პოსტებთან დაკავშირებული IP მისამართები ინახება.

ფორუმის ადმინისტრაციის უფლებები
თქვენ ეთანხმებით, რომ ფორუმის „Debian საქართველო“ ადმინისტრაციას უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ და ნებისმიერ დროს:
• წაშალოს ან დაარედაქტიროს ნებისმიერი პოსტი;
• გადაიტანოს თემა შესაბამის განყოფილებაში;
• დახუროს ან წაშალოს თემა;
• შეზღუდოს ან შეაჩეროს მომხმარებლის ანგარიშის გამოყენება;
• დაბლოკოს მომხმარებელი, თუ იგი არღვევს ფორუმის წესებს ან წინამდებარე პირობებს.

ფორუმის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, აღნიშნული მოქმედებები განახორციელოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თუ ამას კონკრეტული სიტუაცია მოითხოვს.

მომხმარებლის მონაცემები
ფორუმზე რეგისტრაციისა და სარგებლობისას თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება შეინახოს ფორუმის მონაცემთა ბაზაში.

ჩვენ არ გადავცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გადაცემა აუცილებელია ფორუმის უსაფრთხოების, სამართლებრივი მოთხოვნების ან სხვა კანონიერი ინტერესების დასაცავად.

ფორუმის ადმინისტრაცია იღებს გონივრულ ზომებს მონაცემების დასაცავად, თუმცა ინტერნეტში მონაცემთა უსაფრთხოების აბსოლუტურად გარანტირება შეუძლებელია. მათ შორის, ადმინისტრაცია და phpBB პროგრამის ავტორები ვერ იქნებიან პასუხისმგებელი ჰაკერული თავდასხმის, კიბერშეტევის ან სხვა ისეთი ინციდენტის შედეგად მონაცემების შესაძლო გაჟონვაზე, რომლის სრულად თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია.

ფორუმის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე პირობებს და ეთანხმებით მათ.